www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:08 23.06.2014
თბილისში გველები მომრავლდნენ - როგორ მივხვდეთ შხამიანია თუ არა გველი

უკანასკნელი დროის მანძილზე საზოგადოება დედაქალაქში გველების მომრავლების საკითხზე ალაპარაკდა. ამ ინფორმაციამ ბევრი ადამიანი შეაშფოთა.

რა მდგომარეობაა დედაქალაქში, აქვს თუ არა მოსახლეობას პანიკის საფუძველი, ძირითადად რომელ უბნებში გვხვდება ქვეწარმავლები, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა თემურ ფხალაძემ ისაუბრა.

„ეს სამსახური ორი წელია რაც შეიქმნა. მოსახლეობა რაც მეტად იგებს, რომ არსებობს, რა თქმა უნდა მეტი გამოძახებაც არის. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გველებიც გააქტიურდნენ. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ზარებმაც იმატა. თუმცა, საგანგაშო სიტუაცია არ არის. გამოძახებები მეტ-ნაკლებად დედაქალაქის ყველა უბნდიდან არის. თუმცა, გარეუბნებში უფრო მეტად. ამას წინათ შემთხვევა იყო ნუცუბიძეზე. სადაც გველი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, აივანზე იპოვეს. ანკარის ჯიშის იყო. არის გამოძახებები თბილისს დაქვემდებარებული სოფლებიდან. რამდენიმე დღის წინ კოჯორიდან დარეკეს. ჩვენი თანამშრომლები რომ მივიდნენ, გველი აღარ დახვდათ.

უკვე დაახლოებით 270 გამოძახება იყო. აქედან, დაახლოებით 120-150 გველია დაჭერილი. არის შემთხვევი, როცა გველი ჰგონებიათ, შეშინებულებს დაურეკავთ და ადგილზე ხვლიკი უპოვიათ. საბედნიეროდ დაკბენის შემთხვევბი არ ყოფილა. სამსახურის მიერ დაჭერილი გველებიდან არც ერთი არ ყოფილა შხამიანი.

თბილისში შხამიანი გველი ჯერ არ დაფიქსირებულა. თუ არაშხამიანი დაკბენს ადამიანს, პრობლემა არ არის. ეს ძალიან დიდი შოკია, მაგრამ ასეთი ნაკბენი საშიში არ არის.

უშხამო გველის დაკბენის დროს ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ათასობით ნემსი შეერჭო. უშხამოს ენაზე ძალიან ბევრი წერტილები აქვს, შხამიან გველს ორი კბილი აქვს. შხამიანის ნაკბენი სხვა სურათია. ის ძალიან საშიშია. ნაკბენი ადგილი მაშინვე შესივდება და ადამიანს აუტანელი ტკივილები დეწყება“, - აცხადებს ფხალაძე. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9736
EUR3.2888
GBP3.8544
RUB4.6555
თბილისი 1°-13°
ქუთაისი 5°-18°
ბათუმი 10°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia