www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:50 23.06.2014
გიორგი ყიფშიძეს ჯულიანა ბარგნართან რომანი აქვს?!
კვირის პალიტრა
თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა და ჯულიანა ბარგნარი შემოდგომაზე ცოლად მოჰყავსო. 

ჯულიანას შესახებ პატარა პრეისტორიას შეგახსენებთ. კერძოდ, ყიფშიძემ და ბარგნარმა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონში გაიმარჯვეს და პრიზად 80 კვმ-იანი ბინაც ერგოთ. 

ყველაფერი კი ცეკვების სწავლით დაიწყო. როგორც ამბობენ, ყიფშიძე და ბარგნარი მალე განუყრელ მეგობრებად”იქცნენ - ყველგან ერთად იყვნენ, როგორც პროექტში, ისე პროექტს მიღმა, ღამის კლუბებში, საცურაო აუზზე... ეჭვს, რომ მათ შორის რომანი იყო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჩამწერი სტუდიიდან ყიფშიძის ცოლის მოულოდნელი“გაუჩინარებაც აღრმავებდა, რადგანაც პროექტის მსვლელობისას, გიორგის მეუღლე ანი ჩიკვილაძე წყვილის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, თუმცა, ბოლოს მისთვის არავის მოუკრავს თვალი. ამბობენ, როცა ამ ისტორიამ ანის ყურამდე მიაღწია, ყიფშიძეების ოჯახში დიდი სკანდალი მომხდარა. 

რაც შეეხება, ამ ამბის მეორე გმირს, ჯულიანა ბარგნარს, მან საჯაროდ განაცხადა: "მე და გიორგი ახლო მეგობრები ვართ, ყველგან ერთად დავდიოდით და, ალბათ, ამან განაპირობა ამ ჭორის აგორება... გიორგის ცოლი ჰყავს. მე ყოველთვის თავს ქალის ადგილას ვაყენებ, იმიტომ, რომ არ მსურს, მეც ასე მომექცნენ. გიორგის მეუღლე ძალიან კარგი გოგოა. შოუში გიორგის გვერდში ედგა. ჰარამხანა საჩემო არ არის. მე ერთადერთი უნდა ვიყო".

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ბარგნარი გიორგისთვის მე-3 იქნება, რადგან მსახიობის პირველი მეუღლე კრისტი ყიფშიძე გახლდათ, რომელსაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, მსახიობ ია სუხიტაშვილის გამო გაშორდა (მოგვიანებით ეს თავად ია სუხიტაშვილმაც საჯაროდ დაადასტურა. ავტ. - თ. ღ.)

ჯულიანასა და გიორგის ამბავი "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" პირველი სკანდალი არ გახლავთ. პროექტმა შეიწირა სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის რომანიც, რომელიც თავის დროზე ჭორად შერაცხეს, თუმცა, ეს "ჭორი" გიორგი ვარდოსანიძის და სალომე ჭაჭუას ბედნიერებით დასრულდა. ალბათ, მათ ერთგვარი, "სტიმული",”პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემაც მისცა, რომელსაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას თავად დაენგრა ოჯახი - მისი ქორწინება "რუსთავი 2"-ის სახესთან, ეკა სამხარაძესთან დასრულდა... 

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, თბილისური სიყვარულის ისტორია მთავარ მოქმედ გმირთან, გიორგი ყიფშიძესთან გადაემოწმებინა. მის ერთ-ერთ ნომერზე ანი ჩიკვილაძემ გვიპასუხა.

- გაზეთ "კვირის პალიტრიდან" გაწუხებთ. გიორგისთან გვსურს გასაუბრება. 

- გიორგის თავის მობილურზე დაუკავშირდით.

- თქვენ მეუღლე ბრძანდებით?

- (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) დიახ.

- ვწუხვართ, მაგრამ თბილისში გავრცელებული ხმების შესახებ უნდა გკითხოთ, რამდენად შეეფერება ჯულიანასა და გიორგის რომანი სიმართლეს?

- ამ თემაზე არ მსურს კომენტარის გაკეთება.

- თქვენი კარგად მესმის, მაგრამ ეგებ ის მაინც გვითხრათ, მართალია?

- არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს...

რაც შეეხება გიორგის, ის ჯიუტად არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს... 

ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ამბავი. ფაქტი კი ერთია, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ცეცხლოვანმა ცეკვებმა მონაწილეებს გულშიც დაუნთო ცეცხლი. მეოთხე სეზონის დამთავრებამდე კიდევ დროა დარჩენილი. ვნახოთ, რა მორიგ სიურპრიზს შემოგვთავაზებენ პროექტში მონაწილე წყვილები თუ პროექტის ავტორები!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9709
EUR3.2632
GBP3.694
RUB4.6462
თბილისი 11°-23°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia