www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:59 31.10.2012
„ქართული ოცნება“ VS „ქართული ოცნება“
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის, მარცხენა ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:

„პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას.

იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი.

ამასთან, დროებით კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ამ პროგრამის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობის (არა უმრავლესობის) წარმომადგენელი უნდა იყოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიას, ამ პროგრამის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს. ხოლო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

მიუხედავად ამ პროგრამისა, „ქართული ოცნება“ უკვე ეწინააღმდეგება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ უმცირესობის წარმომადგენლის დანიშვნას (ანუ ეწინააღმდეგება თავისივე პროგრამას).

მეტიც, კოალიციის გეგმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, არა უმცირესობის წარმომადგენელი, არამედ „მეოცნებე“ თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს.

როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, საკუთარი სიტყვები და განცხადებები ისევ უკან მიაქვს.

იხილეთ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის მარცხენა სვეტის ბოლო აბზაცი (გადადით ამ ლინკზე)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0739
EUR3.6398
GBP4.0336
RUB4.2064
თბილისი 18°-31°
ქუთაისი 18°-31°
ბათუმი 22°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia