www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:25 08.11.2012
ამერიკის ელჩი ბაჩო ახალაიას გულისხმიერ და ყველაზე აქტიურ თავდაცვის მინისტრად მოიხსენიებს
დავით ლომსაძე
WikiLeaks

2009 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ ტელეგრამაში, სადაც აშშ–ის მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ვაშინგტონს საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან ახალაიას პირველი შეხვედრის შესახებ უყვება, ნათქვამია, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი ცდილობდა "დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა ნატო–ელ დიპლომატებზე, რომელთა უმეტესობაც მისი დანიშვნის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი".

2009 წლის 10 ოქტომბერს აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწისთვის ალექსანდრე ვერშბოუსთვის მისი თბილისში ვიზიტამდე გაგზავნილ ტელეგრამაში, აშშ–ის საელჩო საქართველოში ახალაიას ახასიათებს, როგორც „ყველაზე აქტიურ თავდაცვის მინისტრს” ამერიკელი სამხედრო მრჩევლებისთვის რეკომენდაციების თხოვნის კუთხით და ასევე შემდეგ ამ რჩევების გაზიარების კუთხით. ახალაია ასევე დახასიათებულია, როგორც „თბილისში აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალთან  უკეთესი თანამოსაუბრე“, ვიდრე დავით კეზერაშვილი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006 წლის დეკემბრიდან 2008 წლის შემოდგომამდე ეკავა და „აშშ–ის რჩევების მიმართ უფრო გულისხმიერი“, ვიდრე მისი წინამორბედი, დავით სიხარულიძე.

ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ამერიკელი სამხედრო კონსულტანტების რჩევები გამოიყენა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის "რაციონალურად" სტრუქტურირებაში, ასევე პერსონალის მართვის რეფორმის კუთხით.

იმავე გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ ისინიც კი, ვინც თავდაცვის სამინისტროს შიგნით სკეპტიკურად უყურებდნენ ახალაიას პიროვნებას, აღნიშნავენ, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, „მას არ ეშინია გადაწყვეტილებების მიღება“.

"ჩვენი აზრით, ის საკადრო ცვლილებები, რომელიც მან გაერთიანებულ შტაბში განახორციელა, დიდწილად მიმართულია სუსტი ადგილების ამოსავსებად და იმ პირთა ნიჭიერი, კვალიფიციური ადამიანებით ჩანაცვლებისკენ, რომლებიც მანამდე ცუდად ართმევდნენ თავს სამუშაოს", – ნათქვამია ტელეგრამაში.

ეს გზავნილი ასევე მიესალმება თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეების – ნიკოლოზ ვაშაკიძისა (ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა) და ნოდარ ხარშილაძის დანიშვნას. ეს უკანასკნელი დახასიათებულია, როგორც საელჩოს დიდი ხნის საკონტაქტო პირი და „ალბათ ყველაზე განათლებული თანამდებობის პირი“ თავდაცვის სამინისტროში.

"მთლიანობაში, მიგვაჩნია, რომ მართალია მას გამოცდილება აკლია, მინისტრს, როგორც ჩანს, ესმის მისი ნაკლოვანებები და გულწრფელად დაინტერესებულია იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მოწოდებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებისკენ“, – ნათქვამია ტელეგრამაში, "მართალია ეს კარგი მუშაობა არ ცვლის მის წარსულს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, მინისტრის მხრიდან ცუდი საქციელის ან ცუდი მოპყრობის შესახებ ცნობები არ ყოფილა."

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
2019-08-31 19:11:56
მშვიდობაში იხმარეთ!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 7°-18°
ქუთაისი 7°-19°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia