www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:07 18.03.2013
კოტე კუბლაშვილი – პრემიერი ცდება, როცა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი ვარ
interpressnews
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდება, როცა აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია. 

"მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, რადგან  ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას.

კუბლაშვილის განმარტებით, ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამოჩნდა.

"ეს ახლა უფრო კარგად ჩანს, როცა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 20°-35°
ქუთაისი 23°-38°
ბათუმი 22°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia