www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:06 08.03.2013
ევროპარლამენტის წევრები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი
interpressnews

ევროპარლამენტის წევრები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი. ევროპარლამენტარების მიმართვის თარგმანს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ღია წერილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოში შექმნილ მაქსიმალურად რთულ ვითარებაზე მიუთითებს. თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს. თუ საქართველო ევროკავშირის პარტნიორი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და შევასრულოთ საერთო ძირითადი პრინციპები.

ქართული დემოკრატიის მარცხი მხოლოდ მათთვის იქნება მისასალმებელი, ვინც ევროპაში კანონის უზენაესობისა და თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ნათელია, რომ ზეწოლა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, გამოცხადებული და მუდმივი ზეწოლა სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრეთვე აგრესიული რიტორიკა და ბრბოს გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებთან დასაპირისპირებლად, ასევე უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება, საქართველოს ევროპულ ოცნებას აშორებს. რა ელოდება მათ, ვინც ევროპას ირჩევს? - ესეც ასევე თქვენი რიტორიკული შეკითხვაა და პასუხი - აღშფოთებული მასის შესაბამისი შეფასება.

მიუღებელია მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობისკენ მოწოდება. აგრესიული კამპანია - აიძულოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები, შეიცვალონ პოზიცია შანტაჟითა და მათი ოჯახის წევრების დაშინებით, არა მხოლოდ რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანის უფლებებსაც.

მოგიწოდებთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, არ გადადგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, რათა არ დაასამაროთ საქართველოს ევროპული მომავალი", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის პარლამენტის წევრები.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2641
EUR3.8226
GBP4.1539
RUB4.2699
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 17°-31°
ბათუმი 19°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia