www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:32 05.02.2013
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ სარჩელი განსახილველად არ მიიღო
ინტერპრესნიუსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საქართველოს მოქალაქეების, ირმა ინაშვილის, დავით თარხან-მოურავის და იოსებ მანჯავიძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განსახილველად არ მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2013 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა განმწესრიგებელი სხდომის განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა "საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ" 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა."

მოსარჩელებს მიაჩნდათ, რომ სადავო ცვლილება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 28-ე მუხლებით განმტკიცებულ ადამიანის ღირსებისა და საარჩევნო უფლებებს. ისინი მიუთითებდნენ, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი არჩეულ იქნა 5 წლის ვადით, ხოლო 2006 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა გაიზარდა 18 თვით, ამომრჩეველს დაერღვა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური უფლებები.

მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა არ სცნეს კონსტიტუციური სარჩელი და განმარტეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კონსტიტუციური კანონი, რასაც ასაჩივრებენ მოსარჩელეები, წარმოადგენს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა ნიშნავს კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტას, რისი კომპეტენციაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დროს, სადავო ნორმა უკვე არსებობდა და ამომრჩევლისათვის ნათელი იყო, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები შედგებოდა 2013 წლის ოქტომბერში.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მას არ გააჩნია კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილება. თავად კონსტიტუციის ტექსტიდან, მისი შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია რომელიმე კონსტიტუციური მუხლისთვის უპირატესი მნიშვნელობის მინიჭება და ამის საფუძველზე კონსტიტუციის სხვა მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუცია მისი (საკონსტიტუციო სასამართლოს) დანიშნულების, ფუნქციის ეფექტურად განსახორციელებლად. მაგრამ, იმავდროულად, ის თავად უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან მისი საქმიანობის საფუძველი და კომპეტენციის ზღვარი საქართველოს კონსტიტუციაა. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო არის უფლებამოსილი კონსტიტუციური კანონის მიღების გზით კონსტიტუციის ტექსტში შეიტანოს შესწორებები, ცვლილებები და დამატებები. ამდენად, არასწორი იქნება თუ სასამართლო "უცვლელ" კონსტიტუციურ ნორმებს თავად შექმნის. იგი ვერ იქნება იმის შემფასებელი და განმსაზღვრელი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუცია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ თავად კონსტიტუცია იძლეოდეს საკმარის საფუძველს როგორც ამ კომპეტენციის ამოკითხვისთვის, ისე მისი ფარგლების გარკვევისთვის.

ზემოაღნიშნული მოტივაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ N549 კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად", - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9446
EUR3.2606
GBP3.8789
RUB4.6194
თბილისი -2°-8°
ქუთაისი 2°-14°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia