www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:57 16.01.2013
ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ პროექტს საპარლამენტო კომიტეტები დღეს განიხილავენ
ინტერპრესნიუსი
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი ხდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. ამ საკითხზე დღეს გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაც.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გუშინ უნდა ემსჯელა, თუმცა როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკომიტეტო მოსმენის გადადება განხილვის პროცედურის დაცვის მიზნით მოხდა. კერძოდ, დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს უნდა ჰქონდეს განხილული, ხოლო იმის გამო, რომ აღნიშნული კომიტეტი გუშინ სხდომის გამართვას ვერ ახერხებდა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმაც სხდომა დღეისთვის გადადო. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, რომლის ინიცირებაც ბიუროს 14 იანვრის სხდომაზე მოხდა, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. თავის მხრივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ. კანონმდებლობის თანახმად, "თანამდებობის პირებში" იგულისხმება ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე - პრეზიდენტით დაწყებული ადგილობრივი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებით დასრულებული.

ამასთან, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ხმალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია, თუმცა პარლამენტის ბიუროზე მისი ინიცირება ჯერ არ მომხდარა. 

სადღეისოდ მოქმედი "სისხლის სამართლის საპროცესო" კოდექსით ნაფიც მსაჯულთა განსჯად სფეროებს განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წარმოადგენს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ისეთ საქმეებზე შეიძლება გამოიტანონ, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (სსკ-ის 109-ე მუხლი), მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (სსკ-ის 110-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (სსკ-ის 111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 112-ე მუხლი), მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (სსკ-ის 113-ე მუხლი) და მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (სსკ-ის 114-ე მუხლი).

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ხვალ, 11:00 საათისთვის დაინიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას ცნობით კი, ის საკომიტეტო სხდომას 10:00 საათზე ჩაატარებს. 

გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი პირველი მოსმენით "პროკურატურის შესახებ" კანონსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში შეტანილ ცვლილებებზეც იმსჯელებს. ინიციატივა დეპუტატ კობა დავითაშვილს ეკუთვნის, ხოლო საკანონმდებლო პაკეტის არსი და მიზანი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა ერთმანეთისგან მკვეთად გამიჯვნაში და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებაში მდგომარეობს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9709
EUR3.2632
GBP3.694
RUB4.6462
თბილისი 11°-23°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia