www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:37 14.01.2013
მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ხელს შეუშლის საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას
ინტერპრესნიუსი

დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ღირსეულ პასუხს გასცემს და ხელს შეუშლის საქართველოს უკან - რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოში გუშინ გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მისი უწმინდესობა ისეთივე მასშტაბის ფიგურაა საქართველოში, როგორიც იყვნენ ეროვნული ლიდერები საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში.

"მე კარგად მახსოვს ეკლესიის როლი რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოკუპაციის დროს, 2008 წელს, როდესაც ეკლესია არა მხოლოდ არ დამალულა, არამედ აქტიურად ჩაერთო სოციალურ როლში და ყველა საკითხში, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაში ჩვენ ხალხს ჭირდებოდა. მე მისი უწმინდესობისგან ვიცი, რა შემოთვლები ქონდა 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ისეთი როლი ითამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციასთან არშერიგების იდეასთან. ამას პატრიარქმა გასცა ძალიან ღირსეული პასუხი და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ყველანაირ მცდელობას შეუშლის ხელს საქართველოს უკან - რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების. ჩვენი ქრისტიანობა ასევე არის ჩვენი პასპორტი ევროპაში. ევროპულ სახლს ჩვენ ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე ილია მეორეს ჯანმრთელობა უსურვა.

"მე მინდა, მის უწმინდესობას ვუსურვო ჯანმრთელობა. ის არის ახალგაზრდა კაცი ნამდვილად, ჩემი აზრით. არა უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში ზოგადად ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია, მუდმივად ქმნიდეს და მისი უწმინდესობა მუდმივად ქმნის. იმიტომ, რომ თქვენ იხილეთ და მოისმინეთ მისი დაწერილი ბოლო საგალობელი. მე მიმაჩნია, რომ თითოეული მისი მუსიკალური ნაწარმოები და, მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სპეციალისტებიც ამას ამბობენ, რომ არის უმაღლესი დონის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში შექმნილი. ე.ი. ის აღწევს ახლა ახალგაზრდობის პიკს. თქვენ გაქვთ ნანახი მისი მხატვრული შემოქმედება. მე მას მინდა ვუსურვო მარადიული ახალგაზრდობა, თქვენი მრევლის და მთლიანად საკაცობრიობოს გასახარებლად", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, მასზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა უწმინდესობის მყარი ფასეულობები და მყარი ორიენტაცია დღევანდელ არც თუ ისე მარტივ სამყაროში.

მიხეილ სააკაშვილი ეს განცხადებები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

გუშინდელ მიღებას კი, ესწრებოდნენ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მსოფლიო პატრიარქი, სხვა სასულიერო პირები.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia