www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:47 24.12.2012
პოლიტიკური ნიშნით ჩანაცვლება სამსახურებში ნორმალური პროცესია

თვითმმართველობებში პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი არაფერი იგეგმება.

 

"არ იგეგმება, რომ ვინმე ახალი წლის შემდეგ დაკარგავს სამსახურს. ამ ეტაპზე ამას ვერც მოვახერხებთ და ამის ბერკეტებიც არ გაგვაჩნია. არც ჩანაცავლება იგეგმება. ამ პროცესებში არ ვერევით. თუმცა, დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ გაბერელია შტატები. ის ტრანსფერები რაც რეგიონებში კეთდება, ძირითადად, ნაწილდება ხელფასებზე და რეგიონის განვითარებას პრაქტიკულად არ ხმარდება. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ერთ ერთი ძირითადი ჩვენი რეფორმის განხორციელებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, ჩემი აზრით საზოგადოებას მისცემს საშუალებას, აირჩიოს და აკონტროლოს ადგილობრივი ხელისუფლება, ამ პროცესებში მოხდება თუ არა შემცირება კადრების, არ ვიცი, შესაძლებელია გაზრდაც განხორციელდეს."

 

თუმცა, მისივე აზრით, ნორმალური პროცესია, თუ ერთი პარტიის წაგებისა და მეორის გამაჯვების შემთხვევაში, გარკვეულ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით ვინმე დაინიშნოს.

 

"თანმდევი მოვლენებია ის, რაც ხდება, ერთი-ორი კადრის ჩანაცვლება, ნორმალური პროცესია." 

 

ამასთან, პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ახალი ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნა სამსახური.

 

"პოლიტიკური ნიშნით ცვლილებები ნომალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავას იმას, რომ ტოტალურად ხდება საჯარო მოხელეების ჩანაცვლება, როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაში, როდესაც საკმარისი იყო მასწავლებელს გამოეხატა თავისი პოლიტიკური სიმპატია, რომ მაშინვე უშვებდნენ სამსახურიდნ." 

 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დღეს, 24 დეკემბერს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. 

წყარო:netgazeti.com

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი